გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინებს ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს

“დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი დღე მოლაპარაკებების პროცესში – ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა. მე გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ საბოლოო დოკუმენტი ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.

„მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც მივიღებთ, გაითვალისწინებს მაქსიმალურად ყველა მხარის ობიექტურ მოსაზრებებს და ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა წავიდეთ შეთანხმების გზით. დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი დღე მოლაპარაკებების პროცესში – ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა. მე რა თქმა უნდა ჩემს გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით. დაველოდოთ, რამდენიმე საათი დარჩა. პროცესი რომ მძიმეა, ისიც მიუთითებს, რომ რამდენჯერმე გადაიდო შეხვედრა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები