იაგო ხვიჩია: ორშაბათიდან პარლამენტში ვიქნებით, მაგრამ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის და მისი გუნდი ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში იქნებიან.

“ორშაბათიდან ჩვენ ვიქნებით პარლამენტის შენობაში, მაგრამ არ ავიღებთ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. არ დავესწრებით და არ მივიღებთ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში და არც საკომიტეტო სხდომებში. არ მივიღებთ მონაწილეობას არცერთ მივლინებაში, საერთაშორისო ვიზიტში და არ განვახორციელებეთ არცერთ პროცედურულ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებისგან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იარაღის ტარების უფლებას, რადგან გვინდა, რომ ქვეყანაში ყველა ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება.

მე პარლამენტის წევრებთან ვაპირებ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობას. ასევე, გამოვიყენებთ პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომისა და სიმართლის ლაპარაკის უფლებას. სამეფო გადაგვაქვს პარლამენტის შენობაში. მინდა, რომ სადმე ეხატოს სურათი პარლამენტის შესასვლელში, “გირჩის სამეფოს” სურათი.

იქ რომ ვიქნები, დერეფანში ხომ შემხვდებიან და ყველაფერზე დაველაპარაკები. “ნაციონალურ მოძრაობას” დერეფანში დაველოდებით, რომ ერთად შევიდეთ დარბაზში, მაგათ გარეშე არ შევდივართ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები