ავლაბარში, ბანკში, სავარაუდოდ, თავდამსხმელი შეიჭრა – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული (ფოტო, ვიდეო)

ავლაბარში, სომხური ეკლესიის მიმდებარედ, “საქართველოს ბანკში” ერთი პირი შეიჭრა.

როგორც “კვირას “ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია უკვე გადაკეტა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბანკის თანამშრომლები მძარცველთან ერთად შენობაში იმყოფებიან. “კვირას” ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” აღნიშნულ ფილიალში 4 კონსულტანტი და დაცვის ერთი თანამშრომელი მუშაობს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელი შეიარაღებულია.

“კვირა” დეტალებს არკვევს და დამატებით ცნობებს მოგვიანებით მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები