ლაშა ხუციშვილი: აბსურდულია მოსაზრებები, რომ დეფოლტთან შეიძლება, მივიდეს ქვეყანა და ვერ გამოუშვას ახალი ობლიგაციები
“აბსურდულია მოსაზრებები, რომ დეფოლტთან შეიძლება, მივიდეს ქვეყანა და ვერ გამოუშვას ახალი ობლიგაციები”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოშვებამდე ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა არ იყო, რადგან ეს პროცესი არ დაზიანებულიყო.
,,გასული კვირიდან მოყოლებული მედიაში ვისმენთ გარკვეულ აჟიოტაჟს, რომ არსებობდა გარკვეული ხარვეზები ამ პროცესში, ასევე, აბსურდულ მოსაზრებებს, რომ დეფოლტთან შეიძლება, მივიდეს ქვეყანა, ჯერ ვერ დაფარა ქვეყანამ, მერე ვერ გამოუშვა ახალი ობლიგაციები, აბსოლუტურად დაცლილია პროფესიონალური მოსაზრებისგან. ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდულები ვიყავით, ადეკვატური პასუხი გაგვეცა მაშინვე ამ მოსაზრებებზე, რადგან ეს პროცესი სენსიტიურია და გარკვეულ კონფიდენციალურ სტანდარტს მოიცავს. გამოშვებამდე ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა არ გვქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პროცესი არ დაგვეზიანებინა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.