აქციის მონაწილეებთან შესახვედრად იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან საპარლამენტო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი, სამტრედიის; წყალტუბოს, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი – გივი ჭიჭინაძე; ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი – ზაზა ლომინაძე; ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი – ბეჟან წაქაძე; ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი – გოჩა ენუქიძე; უმრავლესობის წევრები – დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
უმრავლესობის წევრები მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.