ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციას “ქართული მარშიც” უერთდება.
ირაკლი შიხიაშვილის თქმით, “ქართულ მარშს” თავისი ხედვები აქვს, რომელსაც აქციის წარმომადგენლებს გაუზიარებს.
“ჩვენ პერმანენტულად ვიქნებით აქ, ვიქნებით -როგორც რიგითი მოქალაქეები. აქ არ არის პოლიტიკური ამბიციების გამო ხალხი შეკრებილი. ხუთჯერ ვიყავით აქ ამოსულები. ყველა აქციას ესწრებოდა “ქართული მარშის” წარმომადგენლობა. არანაირ ძალადობის აქციას არ შევუერთდებით. ჩვენ ამ ადამიანებს დავუდგებით გვერდში ისე, როგორც დგანან და რა ფორმითაც იბრძვიან, თუმცა, გვაქვს ჩვენი ხედვებიც და ვეცდებით, რომ აქციის ხელმძღვანელებს გავუზიაროთ, მათი გადასაწყვეტი იქნება – რას გაიზიარებენ და რას – არა”, – განაცხადა შიხიაშვილმა.