ალექსანდრე მოწერელია: რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია
“არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
ამასთან, როგორც ალექსანდრე მოწერელია ამბობს, არც მელია და არც რურუა პოლიტპატიმრები არ არიან.
„ნიკა მელია არ არის პოლიტპატიმარი, არც გიორგი რურუა და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ამდენად, დავაზუსტებ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, საკმაოდ რადიკალიზებული გარემო მივიღეთ. დღეს საზოგადოებას დაპირისპირება მობეზრდა და გვჭირდება ახალი დღის წესრიგი. ეს არის ბევრი ფაქტორით განპირობებული. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა – რადიკალიზმით განმსჭვალული პოლიტიკური ძალებისა”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.