ალექსანდრე მოწერელია: მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენი რეიტინგი მთლიანად ,,ქართული ოცნების” მიერ არაა განპირობებული
“მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენი რეიტინგი მთლიანად ,,ქართული ოცნების” მიერ არაა განპირობებული”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
მისი თქმით, კვლევებითაც დასტურდება გიორგი გახარიას რეიტინგი.
„პირველ ყოვლისა, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გადავხედოთ. სამივე მაჟორიტარს, ჩემის ჩათვლით, პარტიასთან შედარებით, ხუთი-ექვსი პროცენტით მეტი ხმა გვაქვს აღებული. არავინ უარყოფს იმას და ეს ყველა კვლევით, მათ შორის, IRI-ის კვლევით დასტურდება, რომ გიორგი გახარიას, კახა კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს წამყვანი პოზიციები უჭირავთ. ამდენად, მათ ნამდვილად არ ვურჩევდი ამ მათემატიკაში შესვლას, რადგან ეს, ალბათ, მათთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნება.
არავინ უარყოფს, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ განაპირობა რეიტინგი, გარკვეულწილად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ეს მთლიანად განპირობებულია „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ მანდატების დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მოწერელიამ.