ბოტკოველი – აპატურაის განცხადებაზე: ქუჩაში ყოფნა ჩვენი თვითმიზანი არაა, მაგრამ ეს პარლამენტი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის თვითმიზანი ქუჩაში ყოფნა არაა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადება, გააზრებულად გვესმის ყველაფერი, მაგრამ უფრო მეტად გვესმის, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში. ქუჩაში ყოფნა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არაა, მაგრამ ეს პარლამენტი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“, – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
„ქრონიკასთან“ ინტერვიუში ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს.