ფაშინიანი პრემიერის პოსტს აპრილის ბოლოს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოსტს აპრილის ბოლოს დატოვებს, რადგან ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს.

„აპრილის ბოლო 10 დღის განმავლობაში მე გადავდგები. ჩემი გადადგომიდან მე-7 დღეს პარლამენტში ახალი პრემიერის არჩევის საკითხი დადგება. პრემიერის პოსტზე ჩემს კანდიდატურას წარადგენს ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“. სხვა ფრაქციებს კანდიდატი არ ეყოლებათ. მე არ ამირჩევენ პრემიერად.

ამის შემდეგ კანონის ძალით, სომხეთის პარლამენტი დაიშლება და 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება“, – განმარტა ფაშინიანმა.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დაშლისთვის პრემიერი უნდა გადადგეს. თუკი პარლამენტი ორჯერ ვერ შეძლებს ახალი პრემიერის არჩევას, ის ავტომატურად დაიშლება, რის შემდეგაც ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ახალ პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობა დანიშნავს. საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად ჩატარდება, რომლებიც სარეიტინგო სისტემაზე უარის თქმას და კენჭისყრის მხოლოდ პროპორციული სისტემის შესაბამისად ჩატარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები