ბექა ლილუაშვილი: გიორგი გახარიას რეიტინგი “ქართული ოცნების” დატოვების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა
“ქართული ოცნების” უკვე ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის მარგინალიზაციაა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დატოვების შემდეგ, გახარიას რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა.
“მესმის მმართველი გუნდის განწყობები და მათი მიზანი – მოახდინონ გახარიას პოლიტიკური გუნდის მარგინალიზაცია. გიორგი გახარიას რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მან დატოვა “ქართული ოცნების” გუნდი”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.