მიხეილ სარჯველაძე: ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, რომ მათი დეპუტატობა დიდწილად განპირობებული იყო ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით

“დიმიტრი სამხარაძის იდეა საინტერესოა იმისათვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა დაამტკიცოს ის ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და ,,ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული მათი გამარჯვება,  ძალიან დიდწილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით.

მისი თქმით, ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა, გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს.

,,მნიშვნელოვანია, ასევე, რომ როდესაც საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაზეც დღეს იყო საუბარი, ალბათ, მხედველობაში მისაღებია, რომ ეს დეპუტატები, მაჟორიტარებს ვგულისხმობს, მათი დეპუტატობა განაპირობა რა საკვირველია განაპირობა იმ მხარდაჭერამ, რომელიც ქართული ოცნების მიმართ არსებობდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი შეიძლება, იყოს საყურადღებო და, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებზე, მაჟორიტარებზე ვსაუბრობ. ამაზე როცა ვსაუბრობთ , გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა, გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს. ისინი თავად უნდა მიხვდნენ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული ამ ადამიანის გამარჯვება,  ძალიან დიდწილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები