სენაკში, რუსთავის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, სახლი ხის მასალის იყო. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.