თამარ ტალიაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე კონკურენტი არ ჰყავს
“დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე კონკურენტი არ ჰყავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა – თამარ ტალიაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რითაც პარტიიდან 6 დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა.
„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას ვერავინ გაუწევს სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს, იქნება ეს ჯანდაცვის მიმართულება, ეკონომიკა თუ განათლება“, – განაცხადა ტალიაშვილმა.
დღეს ექვსმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა.