გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა პარლამენტში “ქართული ოცნება” დატოვა

საქართველოს პარლამენტის ხუთმა წევრმა პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ეს ადამიანები გიორგი გახარიას გუნდის წევრები იქნებიან და საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები