„ენკას“ ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს – აქტივისტები
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სოფელ გუმათთან, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან, პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს.
დაპირისპირება კომპანია”ენკას” კუთვნილი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაიწყო.
აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ პროტესტის მონაწილეები ავტომობილებს ხელებაწეული დახვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.