ბაიდენმა პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა

თეთრი სახლის ინფორმაციით,  აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ბაიდენმა და პუტინმა რიგი რეგიონალური და გლობალური საკითხები განიხილეს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე განმარტა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერ შეტევა და არჩევნებში ჩარევა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პრეზიდენტმა გააჟღერა შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ გაძლიერებასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი აშშ-ის ინტერესების შესაბამისად რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარების თაობაზე და უახლოეს თვეებში უმაღლეს დონეზე შეხვედრა შესთავაზა მესამე ქვეყანაში, რათა განიხილონ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები