გიგა ბოკერია: ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა
“ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, რურუას გათავისუფლების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და ვადამდელი არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი მაინც ვერ განიმუხტება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება უნდა შედგეს ყველა იმ პუნქტზე, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია მოცემული.
„ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ბუნებრივია, სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის ასეთ სამარცხვინო საქმეზე, ასეთ სამარცხვინო გარემოებებში, ეს არის ყველაზე მსხვილი საკითხი, მაგრამ ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, რურუას გათავისუფლების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და ვადამდელი არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისი მაინც ვერ განიმუხტება.
ამიტომ, ჩვენ ამოცანა რჩება უცვლელი: მელიასა და რურუას გათავისუფლება, შეთანხმება ყველა იმ პუნქტზე, რომელიც მიშელის დოკუმენტშია მოცემული“, – განაცხადა ბოკერიამ.