მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია, რომელსაც არ სურს, რომ შედგეს მოლაპარაკება, ხელოვნურად იყენებს ნიკა მელიას პატიმრობის ფაქტს და თავადვე ხელს უშლის ამ ადამიანის გათავისუფლებას
“ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არ სურს, რომ შედგეს მოლაპარაკება, ხელოვნურად იყენებს ნიკა მელიას პატიმრობის ფაქტს და, რეალურად, თავადვე ხელს უშლის ამ ადამიანის გათავისუფლებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ ამ საქმეზე არავითარი კითხვის ნიშანი არ რჩებოდეს.
,,მთავარია, რომ მართლმსაჯულება სრულფასოვნად განხორციელდეს, რათა, როგორიც უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, ამ საქმეზე არავითარი კითხვის ნიშანი არ რჩებოდეს. სამწუხაროდ, ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არ სურს, რომ შედგეს მოლაპარაკება, ხელოვნურად იყენებს ნიკა მელიას პატიმრობის ფაქტს და, რეალურად, თავადვე ხელს უშლის ამ ადამიანის გათავისუფლებას, რომ ხელოვნურად შექმნილი პატიმრობა გამოყენებული იყოს დესტრუქციული მოტივებით, მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებისა და მისი ჩაშლის თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრება.