კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარაში – 116, იმერეთში – 97, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 80, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 161, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 206, აჭარაში – 379, იმერეთში – 352. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 400 პირი, მათ შორის, თბილისში – 193, აჭარაში – 47, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 6, იმერეთში – 7. 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები