საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 290 129-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები