ირაკლი კობახიძე: მთავარი ოპონენტი „ქართული ოცნებისთვის“, სამწუხაროდ, კვლავ „ნაცმოძრაობაა“
„ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე, სამწუხაროდ, რჩება რიგით მეორე პოლიტიკურ პარტიად არჩევნებში მისი შედეგების მიხედვით, რაც სამწუხარო რეალობაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ოპონენტი „ქართული ოცნებისთვის“, სამწუხაროდ, კვლავ „ნაცმოძრაობაა“
„ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე, სამწუხაროდ, რჩება რიგით მეორე პოლიტიკურ პარტიად არჩევნებში მისი შედეგების მიხედვით, რაც სამწუხარო რეალობაა. გამომდინარე პოლიტიკური კონკურენციიდან, ჩვენთვის შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოპონირებას. წინა არჩევნებშიც გავიდნენ მეორე ადგილზე და, ამის გათვალისწინებით, მთავარი ოპონენტი „ქართული ოცნებისთვის“, სამწუხაროდ, კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“.
ჩვენ გვიწევს ხოლმე მათი წარსულის გახსენება, მათთვის აწმყოს შეხსენებაც და ამის საფუძველზე მომავლის პროგნოზირება, რაც შეიძლება, იყოს დაკავშირებული მათ სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან. წარსულის გახსენებაც და მომავლის პროგნოზიც არის საკმაოდ მძიმე იმიტომ, რომ ასეთია მათი ბუნება. გვიწევს ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი არის ის, რომ მაქსიმალურად გადავერთოთ პოზიტიურ დღის წესრიგზე. ანუ მაქსიმალურად ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რატომ არის „ნაცმოძრაობა“ ცუდი და ასე შემდეგ, არამედ მაქსიმალურად უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, დაძლიოს პრობლემები, რაც მათ შორის პანდემიას უკავშირდება, ეკონომიკური სირთულეები, სოციალური პრობლემები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ასეთი უნდა იყოს დღის წესრიგი, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც ვცდილობთ ამის გაკეთებს, მერე მოდის არჩევნები, მოდის აქტიური პოლიტიკური პროცესები და იქ ისევ გვიწევს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლა”, – აცხადებს კობახიძე.