ბიძინა კულუმბეგოვი: მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ისეთი ტიპის ტალღა, როგორიც იყო შემოდგომაზე

“თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს და ამას არ მოჰყვეს ისევ შეზღუდვები, პირბადით უნდა დავეხმაროთ ჩვენ თავსა და პანდემიის მართვას”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ეფექტურობა.

„მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ისეთი ტიპის ტალღა, როგორც იყო შემოდგომაზე. დარწმუნებული ვარ, თუ მოსახლეობა დაგვეხმარება, დაეხმარება საკუთარ თავსა და ქვეყანას, ეს, პირველ ყოვლისა, პირბადის ტარებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია დღეისთვის, დავეხმარებით ქვეყანას პანდემიის მართვაში. დანარჩენი მხოლოდ შეზღუდვებზე გადის და, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ეფექტურობაზე. ევროპის ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია დიდი ხნის დაწყებულია, ვერცერთმა ქვეყანამ ვერ გადააჭარბა 10%-იან მაჩვენებელს. ერთადერთი, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს და ამას არ მოჰყვეს ისევ შეზღუდვები, სერიოზული დამაზიანებელი ზემოქმედება ეკონომიკასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ბუნებრივია, ეს არის ის, რომ პირბადით უნდა დავეხმაროთ ჩვენ თავსა და პანდემიის მართვას“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები