საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამავე ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 877 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 945 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 396-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.50 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 277 303-მდე გაიზარდა.