506 ახალი კოვიდინფიცირებული – როგორია ეპიდვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 751 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  506 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 285 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  1.96%

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 769 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 982 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 506 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  287 689-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 276 711-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა – 76, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 13, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 66, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 074, აჭარაში – 331, იმერეთში – 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 370 პირი, მათ შორის, თბილისში – 186, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 – თბილისში, 117 – აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 86, ხოლო აჭარაში – 36.
სულ  6 ოქტომბრიდან – 9 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 141 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 581 პირი, აჭარაში – 1 865, იმერეთში – 967.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები