გია გაჩეჩილაძე- გრიბოედოვის ძეგლი გადაღებეს და კაციშვილს არავინ დაუჯარიმებია და მე ვანდალიზმისთვის დამაჯარიმეს და ჩემთან თანამშრომლობს “ქართული ოცნება” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან?

გრიბოედოვის ძეგლი გადაღებეს და კაციშვილს არავინ დაუჯარიმებია და მე ვანდალიზმისთვის დამაჯარიმეს  ჩემთან თანამშრომლობს “ქართული ოცნება” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან,- ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ჟურნალისტის კითხვას, თანამშრომლობს თუ არა “ქართულ ოცნებასთან”, უპასუხა.

მისი თქმით,  “ქართულმა ოცნებამ” ის ბერლინის კედელზე “სიყვარულის” დაწერის გამო დააჯარიმა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გრიბოედოვის ძეგლის დაზიანების გამო არ დაუჯარიმებია, რაც ნათლად აჩვენებს, რეალურად ვინ ვისთან თანამშრომლობს.

“ადამიანი შიზოფრენიკი უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე. დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის. გრიბოედოვის ძეგლი გადაღებეს, რაღაც უშვერი სიტყვები ეწერა და კაციშვილს არავინ არ დაუჯარიმებია და ჩემთან თანამშრომლობს “ქართული ოცნება” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან? რაზე მეტყველებს ეს? ბერლინის კედელზე დავწერე ღმერთი სიყვარულია. სიყვარული დავწერე და მაჯარიმებენ და იმათმა რა აკეთეს ყველამ იცის და არაფერი გაუკეთებიათ”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები