გია გაჩეჩილაძე: ჩვენ ხალხმა და საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე, რომ პოლიტიკოსები გავხადოთ ქვეყნის მსახურები და შევქმნათ ახალი ძალა

მადლობა საზოგადოებას, იქ მოსულ თითოეულ ღირსეულ ადამიანს. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა იმ საშინელების დასასრულებლად, რაშიც გვაცხოვრებენ დესტრუქციული და რევანშისტული ძალები ქართულ ოცნებასთან ერთად, რომელმაც 9 წელი ვერ შეძლო ხალხის მთავარი დაკვეთის შესრულება და საზიზღარი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკიდან გაშვება, ქართული ოცნება მოწყდა ხალხს და მოწყდა საზოგადოებას. იგი დღეს ცდილობს ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური და რადიკალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა გაიხანგძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა,- ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია,  როცა ქართული ოცნება თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც კრიმინალების ციხეებიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შეყვანას ითხოვენ.

,,უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი და მუდმივი დესტრუქცია, სიძულვილის ქადაგება, მედია ტერორი , დაანონსებული რევანშის მცდელობები, ბელადომანია, პოლარიზაცია და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, მანქურთიზაცია და თავგამოდებული ბრძოლა ქართულ იდენტობასთან, ღირებულებებთან, ღირსებასთან, ეკლესიასთან , პოლიციასთან.

რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ნაციონალური მოძრაობის მიერ პროვოცირებული და ქართული ოცნების უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა. ჩვენ ხალხმა და საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე, იმაზე რომ პოლიტიკოსები გავხადოთ ქვეყნის მსახურები და შევქმნათ ახალი ძალა. ეს არის ჩემი ნაფიქრი და ვნახოთ რამდენად შევძლებთ ამას, ვნახავთ. როგორც იცით, ძალიან ძნელია ამ პატარა სტუდიიდან, თქვენ იცით პოლიტიკას რა სჭირდება. მე მგონი ქვეყანა ისეთ დღეშია, რომ თავზე ზემოთ უნდა ავხტეთ, რომ რამენაირად შევცვალოთ ის მოცემულობა, რაც ქვეყანაშია, რომ ვერ ვხედავთ ვერანაირ მომავალს და ქვეყანა ერთ ადგილას არის გაყინული, არავითარი პერსპექტივა და მომავალი, ასე თუ გაგრძელდა ქვეყანას არ ექნება“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები