გია გაჩეჩილაძე: რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ „ნაცმოძრაობის“ პროვოცირებული და „ქართული ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა

დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს „ნაციონალების“ გაკოტრებული, რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი)დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესი უნდა შეჩერდეს.

„მადლობა საზოგადოებას, თითოეულ იქ მოსულ ღირსეულ ადამიანს. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ საშინელების დასრულებისკენ, რაშიც დესტრუქციული და რევანშისტული ძალები გვაცხოვრებენ, სხვათაშორის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, რომელმაც 9 წელი ვერ შეძლო ხალხის მთავარი დაკვეთის შესრულება და საზიზღარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გაშვება.

„ქართული ოცნება“ მოწყდა ხალხს და საზოგადოებას. დღეს იგი ცდილობს „ნაციონალების“ გაკოტრებული, რადიკალური და კრიმინალური ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ჩვენთვის მიუღებელია, როცა „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უსამართლოდ ითხოვენ კრიმინალების ციხეებიდან გამოშვებას და ნებისმიერ ფასად მათ პარლამენტში შეყვანას.

უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, დავასრულოთ მუდმივი დესტრუქცია, სიძულვილის ქადაგება, მედიატერორი, დაანონსებული რევანშის მცდელობები, ბელადომანია, პოლარიზაცია და ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, მანქურთიზაცია და თავგამოდებული ბრძოლა ქართულ იდენტობასთან, ღირებულებასთან, ღირსებასთან, ეკლესიასთან, პოლიციასთან.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებული და „ქართული ოცნების“ უსუსურობით შექმნილი პოლიტიკური მოცემულობა. ჩვენ, ხალხმა და საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებაზე, იმაზე, რომ პოლიტიკოსები გავხადოთ ქვეყნის მსახურები და ჩვენს წინაშე ანგარიშვალდებულები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ქართული სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესი“,-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები