გია გაჩეჩილაძე: უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა “აი ია”

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ბრიფინგზე დააზუსტა, რომ ქმნის საზოგადოებრივ მოძრაობას სახელად “აი ია”.

მისი აზრით, ის მოცემულობა, რაც ქვეყანაშია უნდა შეიცვალოს.

“უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ერქმევა აი ია. დაფუძნდება ეს ორგანიზაცია ძალიან მალე და ხალხის კარნახით შევქმნათ ახალი ძალა. ეს არის ჩემი ნაფიქრი და რამდენად შევძლებთ ამას ვნახავთ იმიტომ, რომ ძალიან რთულია ამ მოცემულობაში. იცით პოლიტიკას რა სჭირდება, როგორი რესურსები სჭირდება, მაგრამ, ქვეყანა ისეთ დღეშია ჩვენ თავს ზემოთ უნდა ავხტეთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ ის მოცემულობა, რაც ჩვენ ქვეყანაშია.

ვერ ვხედავთ ვერანაირ მომავალს და ქვეყანა ერთ ადგილზეა გაყინული, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებრივი კრიზისი და ასე, თუ გაგრძელდა ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები