„სეგი“ გეშტალტ ფსიქოკონსულტანტთა მომზადების 1-წლიან კურსს იწყებს

ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი „სეგი“ გეშტალტ ფსიქოკონსულტანტთა მომზადების 1-წლიან კურსს იწყებს. კურსი, რომელიც ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვისაა განკუთვნილი,  საუნივერსიტეტო განათლების მქონე ფსიქოლოგთა პროფესიულ ტრენინგს, პრაქტიკული მეთოდოლოგიის სწავლებასა და სერტიფიცირებას ისახავს მიზნად.
კურსის მონაწილე ფსიქოლოგები აითვისებენ სწრაფი და სიღრმისეული ცვლილებების მომტან გეშტალტ ფსიქოკონსულტირების სამუშაო ტექნიკებს, რომელთაც წარმატებით გამოიყენებენ დასაქმების სფეროებში: მენტალური ჯანმრთელობა; სამედიცინო სისტემა; საბანკო, საფინანსო, ბიზნეს და საწარმოო ორგანიზაციები; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცე.
სასწავლო კურსი მოიცავს: პირადი (ჯგუფური და ინდივიდუალური) ფსიქოთერაპიის გავლას; სამუშაო მეთოდების, ტექნიკების სწავლებას; სუპერვიზირებულ პრაქტიკას; დასკვნით სასერტიფიკატო გამოცდასა და გეშტალტ ფსიქოკონსულტირებაში სერტიფიცირებას.
1-წლიანი ტრენინგის დასრულების შემდგომ, 6 თვის განამვლობაში, სტუდენტები ჩაერთვებიან სუპერვიზირებულ პრაქტიკულ მუშაობაში.
სწავლა 17 აპრილს იწყება.
ტრენინგის საფასური: 2000€ (ექვივალენტი ლარში)
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/kCBVNhBKE1gkqDKj6

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები