რატომ უნდა ავირჩიოთ „სეგი“ – ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში 17 აპრილს სწავლა იწყება

მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ამ სტატიით ვეცდებით, შემდეგია: რატომ უნდა ავირჩიოთ „სეგი“ და რას სთვაზობს ის სტუდენტებს?
„სეგი“ ერთადერთი ევროპული (EAGT) აკრედიტაციის მფლობელი ფსიქოთერაპიის ინსტიტუტია საქართველო – კავკასიის მასშტაბით. ინსტიტუტის დიპლომი საერთაშორისო აღიარების მქონეა, რაც მის კურსდამთავრებულებს ანიჭებს უპირატესობას, იმუშაონ უმაღლესი რანგის საერთაშორისო ცენზის სტატუსით, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის ქვეყნებში.
„სეგის“ დამააარსებელი და ხელმძღვანელი საქართველოში გეშტალტთერაპიის მეთოდის ფუძემდებელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, EAGT, EAP აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილია. დიმიტრი ნადირაშვილი ევროპის გეშტალტთერაპევტთა (EAGT) კვლევითი კომიტეტის (RC) თანამშრომელია, რაც „სეგის“ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კვლევით საქმიანობაში.
„სეგი“ ჩართულია ევროპული EAGT აკრედიტაციის მფლობელი ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელში, ჰყავს პარტნიორი სასწავლებლები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ახორციელებს ტრენერების და სტუდენტების გაცვლას.
სწავლის ენებია ქართული და ინგლისური. აქ ასწავლიან გეშტალტთერაპიის ორიგინალური, ქართული სახელმძღვანელოებით და სტუდენტებს აქვთ წვდომა 4000-მდე სხვადასხვაენოვანი პროფესიული ლიტერატურის ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე. „სეგის“ კურსდამთავრებულები სარგებლობენ ხელშეწყობით დასაქმების სფეროში. „სეგი“ რეგულარულად აწყობს „გეშტალტ-ვოიაჟებს“. ტრენერები სტუდენტებთან ერთად ორგანიზებას უწევენ ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გეშტალტ ინსტიტუტებში; მათ წამყვან სპეციალისტებთან ტრენინგებს, ვორქშოფებს და თანმდევ კულტურულ-საგანმანათლებლო ტურებს.
გაზაფხულობით ტარდება „რეზიდენს ვორქშოფები“ – ევროპიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად იგეგმება და ხორციელდება ერთკვირიანი გასვლითი სესიები. ყოველ ზაფხულს ინსტიტუტი მიემგზავრება სამხრეთ იტალიის სხვადასხვა საზღვაო კურორტზე „იტალიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში“ მონაწილეობის მისაღებად, სადაც „სეგის“ ხელმძღვანელებს იწვევენ ტრენინგ-ვორქშოფების ჩასატარებლად, სტუდენტები კი – სარგებლობენ სპეციალური საგზურებით.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოთერაპია-კონსულტირების სფეროში თანამედროვე მეთოდების შესწავლის პარალელურად, „სეგის“ სტუდენტები გადიან პროფესორის ასისტირების პრაქტიკას საუნივერსიტეტო სივრცეში და კლინიკურ პრაქტიკას ინსტიტუტის ცენტრში. სასწავლო პროცესში გამორჩეული კურსდამთავრებულები საქმდებიან ფსიქოლოგიისა და გეშტალტთერაპიის ეროვნულ ცენტრში – „ინსაიტი“. „სეგის“ კურსდამთავებულები არიან საერთაშორისო ცენზის მფლობელი უმაღლესი კლასის პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ საქართველოში, ევროპასა და აშშ-ში. მათ გეშტალტ-მეთოდოლოგია შეაქვთ სამედიცინო სფეროში, ბიზნესში, საწარმოო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო სისტემაში – საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ საუნივერსიტეტო სივრცეში.
ინსტიტუტში მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა განწყობის თეორიის და გეშტალტთერაპიის ინტეგრაციაზე; სხვადასხვა ენაზე იწერება და გამოიცემა წიგნები, სახელმძღვანელოები და სამეცნიერო სტატიები. ქართული ეროვნული პროფესიული სკოლის ორიგინალური მეთოდოლოგია და პრაქტიკა ინსტიტუტის მესვეურებს გააქვთ უცხოეთის ქვეყნებში. ტრენინგებითა და ვორქშოფებით, მათ სისტემატურად იწვევენ ევროპულ ინსტიტუტებში, საერთაშორისო კონფერენციებზე და სიმპოზიუმებზე, სადაც სტუდენტები იღებენ გამორჩეულ ფასდაკლებებს. პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, ინსტიტუტში დაარსებულია და ფუნქციონირებს „გეშტალტ-ლიტ-კლუბი“, სადაც მიმდინარეობს ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლების, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კითხვა და ანალიზი. ინსტიტუტში მოღვაწეობენ მხოლოდ EAGT, EAP აკრედიტირებული სპეციალისტები (სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე).
უცხოეთში, „სეგის“ რანგის  ინსტიტუტებში სწავლის ფასი განუზომლად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ „სეგის“ სასწავლო პროგრამების, ტრენინგების, ვორქშოფების, ფსიქოთერაპიული და საკონსულტაციო სერვისების ღირებულება მორგებულია საქართველოს რეალობას. ინსტიტუტის ხელმძღვანელების, ტრენერების, კურსდამთავრებულების თუ სტუდენტების უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია და წარმატებული პრაქტიკა დღითიდღე აფართოებს საქართველოს ეროვნული გეშტალტ-სკოლის საზღვრებს და გეშტალტთერაპიასა და კონსულტირებას სულ უფრო მოთხოვნადს ხდის ქართული საზოგადოების ყველა ფენაში. ინსტიტუტის სასწავლო პროგრამები, ტრენინგები, ვორქშოფები, ეროვნული გეშტალტ ცენტრის ფსიქოთერაპიული და საკონსულტაციო სერვისები შეესატყვისება თანამედროვე, უმაღლეს საერთაშორისო EAGT EAP სტანდარტებს.
ტრენინგის განრიგი, რომელიც სწავლისა და მუშაობის შეთავსების საშუალებას იძლევა, ასეთია:
I კურსი: ჯგუფური ფსიქოთერაპია (200 სთ). ტრენინგი – თვეში 1 შაბათ-კვირა (16 სთ.); ინდივიდუალური თერაპია – წლის განმავლობაში განაწილებული 50 სთ.
II-III კურსები: თეორია და მეთოდოლოგია (600 სთ). თვენახევარში ერთი 5-დღიანი ტრენინგი (40 სთ) შაბათ-კვირის გამოყენებით.
III – IV კურსი – ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. მუშაობა სუპერვაიზორებთან თანამშრომლობით. IV კურსი – სადიპლომო შრომის მომზადება და დაცვა.
სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელია. სწავლის დაწყებიდან 2,5 წლის შემდეგ პროგრამის მონაწილეები იწყებენ მუშაობას. მათ ენიჭებათ სუპერვიზირებული გეშტალტ პრაქტიკოსის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი/სერტიფიკატი გეშტალტ პრაქტიკოსს აძლევს საშუალებას დაიწყოს მუშაობა ანუ განახორციელოს ფსიქო-კონსულტირება, ფსიქოთერაპია საერთაშორისო რანგის სუპერვიზორთან თანამშრომლობით.
სწავლის საფასურია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში.
ისინი, ვისაც არ აქვთ ფსიქოლოგიაში საბაზისო აკადემიური განათლება, გადიან სპეციალურ მოსამზადებელ კურსს, რომელიც აღიარებულია EAGT მიერ. ჯგუფის შემადგენლობა ლიმიტირებულია (18 წევრი). კურსზე დაშვებისათვის სავალდებულოა ინტერვიუს გავლა.
სწავლის დაწყების თარიღი: 17 აპრილი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://bit.ly/2uhXbj8
მის: პაოლო იაშვილის 22 (ლ.ასათიანის ქუჩის კვეთაზე, სოლოლაკში)
ოფისის ტელ: (+995 032) 292 03 36; მობ: 598 115 515.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები