გადავლენ თუ არა სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე – მინისტრის მოადგილის განმარტება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლა დამოკიდებულია ყოველდღიურ სტატისტიკურ მონაცემებზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით, პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს.

„განათლების სამინისტრო ყოველდღიურად აკეთებს განცხადებას კოვიდ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დადგენილი იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს შესაძლებლობა მივცეთ, სწავლა გააგრძელონ. ესაა პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს. სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლა დამოკიდებულია ყოველდღიურ სტატისტიკურ მონაცემებზე, თუ დინამიკაში გაიზრდება ან შემცირდება, საკოორდინაციო საბჭო ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დგებუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები