ყვარელში, 9 აპრილის სკვერში არსებული მემორიალი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს

ყვარელში, 9 აპრილის სკვერში არსებული მემორიალი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.

ამის შესახებ “კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა, საბჭოთა არმიამ რუსთაველზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები