ამბროლაურში 9 აპრილის მემორიალი სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზვიად მხეიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად ყვავილებით შეამკო

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ქ. ამბროლაურში 9 აპრილის მემორიალი სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამ დროისათვის ქ. ამბროლაურში მიმდინარეობს 9 აპრილის მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები