გიგა ბოკერია: 9 აპრილი არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა, რომ არასოდეს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე
“9 აპრილი არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა, რომ არასოდეს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ეს არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა საკუთარი თავისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით, ვიყოთ ამ ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან მისი მემკვიდრის, რასაც პუტინის რუსეთი წარმოადგენს, ქვეშ და არასოდეს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.