კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დედაქალაქის მერი პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს  თბილისის მერის მოადგილეებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები