არჩილ თალაკვაძე – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა

9 აპრილი გამორჩეული დღეა – ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავს, აღვნიშნავთ ეროვნული ერთიანობისა დასამოქალაქო თანხმობის დღეს და პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი განცხადებით, “1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა”.

“1991 წლის 9 აპრილს კიფრთები შეესხა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების იდეას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მრავალი ადამიანის სამშობლოსადმი სიყვარულსა და თავგანწირვას ასაზრდოებდა: პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. „თავისუფლებისთვის მებრძოლმა ერმა მოიპოვა თავისუფლება“, – წერს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები