9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან

სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით იკრიბებიან.

როგორც ცნობილია, ისინი ამ ფორმით კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს დაღუპულთა ხსოვნას.

პოლიტიკური პარტიები პარლამენტთან დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები