კვალითის დასახლებაში ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

კვალითის დასახლებაში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

ამის შესახებ “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი განცხადებით, პროექტი, რომელსაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, კვალითის დასახლებაში, მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კვალითის დასახლებაში სრულიად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის რეაბილიტაციას „ნიუ გრუპი“ ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები