თამარ გაბუნია: საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება.
ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება, რადგან 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი საკმაოდ ფართოა და დოზების დღეს არსებული მარაგი საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში AstraZeneca-ს საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს, ამიტომ, ამ ვაქცინას კიდევ შემოვიტანთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი – 30 მარტიდან.