თამარ გაბუნია: დღეს ვიმსჯელებთ, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს იმსჯელებენ, რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება.

„ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 30 წლამდე პირებისთვის აღარ გაუწიოს რეკომენდაცია „ასტრაზენეკას“ გამოყენებას. ზოგიერთი ქვეყანა უფრო მაღალ ასაკს მიიჩნევს, 55 და 60 წელს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ჩამოყალიბებული. დღეს იქნება ამასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფის შეხვედრა და დღის ბოლომდე ვფიქრობ, პოზიცია სრულად იქნება ჩამოყალიბებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები