ირაკლი ზარქუას კორონავირუსი დაუდასტურდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი ზარქუას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატი ტესტის პასუხის მოლოდინშია.
ამასთან, დღეს პარლამენტში დეზინფექცია ჩატარდა. მიუხედავად შემთხვევების მატებისა, საკანონდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.