კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 434, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 77, აჭარაში – 67
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარაში – 67, იმერეთში – 59, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 24, გურიაში – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 77, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 447, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 992, აჭარაში – 312, იმერეთში – 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 346 პირი, მათ შორის, თბილისში – 172, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 196 – თბილისში, 113 – აჭარაში. 4 088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.