მარინა კალიურანდი: ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ მოლაპარაკებებში – გადაწყვეტილებებს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად ჩვენ ვერ მივიღებთ

“ჩვენ ყოველთვის მმართველი პარტიისგან ველოდებით მეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები. ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ მოლაპარაკებებში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია ერთიანი მოქმედება.

“ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემა, იგი უფრო ფართო საკითხია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ეხება, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას. ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. ჩვენ გადაწყვეტილებებს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად ვერ მივიღებთ. დიახ, ჩვენ ყოველთვის მმართველი პარტიისგან ველოდებით მეტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს ვალდებულებები. საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია ერთიანი მოქმედება. ოდირ-მა ნათელი ანგარიში წარადგინა არჩევნებთან დაკავშირებით, იყო დარღვევები, თუმცა, არჩევნები სტანდარტებს აკმაყოფილებდა. ხალხმა პოლიტიკურ ლიდერებს მანდატები მისცა, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და მანდატს არ იღებს. თუ საქართველოს სურს განვითარება, პარლამენტი უნდა მუშაობდეს სრულფასოვნად. პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია”, – აცხადებს მარინა კალიურანდი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები