გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, არმან ხოჯოიანსა და სომხური დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ აგრარული მიმართულებით ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. არმან ხოჯოიანმა პანდემიის პირობებში სომხეთის რესპუბლიკაში ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრა. მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე აგრარული პროდუქციის ექსპორტისა და ამ კუთხით ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნისა და ეტიკეტირების წესის დაცვის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის

მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყებისა და სამსახურების ხელმძღვანლებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არმან ხოჯოიანი ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც იმყოფებოდა, სადაც რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საქართველოს მხარის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას და გამოცდილებას გაეცნო. მინისტრის მოადგილე დაინტერესდა და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში მიმდინარე ვენახების კადასტრის პროგრამის შესახებაც. კადასტრი მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებისა და ხარისხიანი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები