ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პირი
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 713 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 327 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 713 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 223 PCR ტესტით. “ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 687 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.42 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 547-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 41, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც: 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 954, აჭარაში – 304, იმერეთში – 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 36, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, მათგან თბილისში – 38, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 180 – თბილისში, 106 – აჭარაში. 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 96, ხოლო აჭარაში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან – 6 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 077 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 788 პირი, აჭარაში – 1 552, იმერეთში – 918”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.