კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 351, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 84, იმერეთში – 68

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარაში – 61, იმერეთში – 68, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 41, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 84, კახეთში – 18, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც: 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 954, აჭარაში – 304, იმერეთში – 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 36, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, მათგან თბილისში – 38, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 180 – თბილისში, 106 – აჭარაში. 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები