ამირან გამყრელიძე: პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორით უარესდება

“პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული”, – ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიურ მდგომარეობას.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს არ დაიცავენ, საკოორდინაციო საბჭო იძულებული გახდება, რომ დამატებითი შეზღუდვები კვლავ განხორციელდეს.

“პირველი განგაშის ზარი უნდა იქნას შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების. ამიტომ, ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. პირველ ყოვლისა, განსაკუთრებული დისციპლინით. ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები