დიმიტრი ხუნდაძე: ეპიდვითარებაზე ქუჩის აქციები პოზიტიურად ვერ აისახება

“ეპიდვითარებაზე ქუჩის აქციები პოზიტიურად ვერ აისახება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფიზიკური დისტანცირება ერთ-ერთი აუცილებელი წესია, რათა გადაცემის ხარისხი იყოს დაბალი და პოლიტიკოსებმაც ეს უნდა გაითვალისწინონ.

„მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს. რაც მთავარია, ის წესები უნდა დავიცვათ, რასაც სპეციალისტები ყოველ დღე გვახსენებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მას ვივიწყებთ. ამ ვითარებაზე ქუჩის აქციები პოზიტიურად ვერ აისახება, რადგან ფიზიკური დისტანცირებაც არის ერთ-ერთი აუცილებელი წესი, რათა გადაცემის ხარისხი იყოს დაბალი. პოლიტიკოსებმაც უფრო მეტად უნდა გაითავისონ, რომ საზოგადოება არ შეიყვანონ ეპიდსაფრთხეებში“, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები