დავით მათიკაშვილი: ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის შექმნილი მოჯადოებული წრიდან გამოვა, მოლაპარაკების კარი ღიაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველა იმ ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან გამოვა, მოლაპარაკების კარი ღიაა.

მისივე თქმით, პარტიებს ცრუ ამბიციები არ უნდა ჰქონდეთ.

„გირჩთან” და არამხოლოდ „გირჩთან”, ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, ვინც გამოვა მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან, რეალურად დაინახავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და შეაფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, მოლაპარაკების კარი ღიაა. იყო გაკეთებული განცხადებაც, რომ თუკი ამას „ნაციონალური მოძრაობა” გააკეთებს და, კიევიდან მიღებული დირექტივების ნაცვლად, თბილისის მოცემულობიდან და რეალობიდან გამოვა და ქვეყნისთვის უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც” ღიაა მოლაპარაკების კარი. ოღონდ ცხადია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ზეპარტიული ინტერესებით და არავინ უნდა იყოს შებორკილი იმ ცრუ ამბიციებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები